დავით ნინიაშვილი წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

13 იანვარი 2023, 11:18 793 ნახვა

საქართველოს რაგბის კავშირმა გასული წლის შედეგები შეაჯამა. 2022 წელი ისტორიული გამოდგა ქართული რაგბისთვის - "ბორჯღალოსნებმა", პირველად თავის ისტორიაში, ელიტის ორი წარმომადგენელი, იტალია და უელსი დაამარცხეს.

რაგბის კავშირის გამოკითხვით, 2022 წლის საუკეთესო მორაგბედ საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" ფულბეკი დავით ნინიაშვილი დასახელდა - ზედიზედ მეორედ! მან ბრწყინვალედ იასპარეზა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში და მის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

ამას გარდა, "ლიონთან" ერთად "ჩელენჯქაფი" მოიგო და ფინალის საუკეთესო მორაგბედაც დასახელდა. გამოკითხვის შედეგად წლის საუკეთესო ლელოს ავტორი "ბორჯღალოსნების" მგეზავი თედო აბჟანდაძე გახდა. გამოარჩიეს მის მიერ იტალიის ნაკრებთან გატანილი ლელო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში