კიევში ევროპის 4 დედაქალაქის მერი ჩავიდა

13 იანვარი 2023, 10:49 629 ნახვა

ევროპის ოთხი დედაქალაქის მერი უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის კიევში  ჩავიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ  ვარშავის, ბრატისლავის,  პრაღისა და ბუდაპეშტის მერებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე ქვეყანაში  რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეათე თვის თავზე უკრაინის დედაქალაქსა და ქვეყანის საჭიროებებზე იმსჯელეს.

ხუთივე მერმა  კიევის ცენტრში რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად  ძლიერ დაზიანებული საცხოვრებელი უბნები მოინახულა.

"კიევი გმირების ქალაქია, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდოდა გვეთქვა, რომ ჩვენი მეგობრები უკრაინაში იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის და ეს მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად“ - განაცხადა ვარშავის მერმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში