უკრაინული ძალები სოლედარში პოზიციებს ინარჩუნებენ - ზელენსკი

13 იანვარი 2023, 10:50 494 ნახვა

უკრაინის ძალები აღმოსავლეთ ქალაქ სოლედარში ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ რუსეთის ჯარებს-აცხადებს პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი.

საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის დონეცკის ოლქში პრორუსულმა ხელისუფლებამ  აღიარა, რომ სოლედარში "წინააღმდეგობის კერები" დარჩა, რაც ძირს უთხრის მტკიცებას, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქი დაიკავა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სოლედარში მებრძოლ ორ უკრაინულ ქვედანაყოფს, რომელიც მისი თქმით, ქალაქის თავდაცვას უზრუნველყოფენ და მნიშვნელოვან დანაკარგს აყენებენ მტერს.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ხუთშაბათს შეხვდა  სამხედრო სარდლობას  და დეტალურად განიხილა რა  საჭირო ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში სოლედარსა და მიმდებარე ქალაქებისთვის ბრძოლაში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში