სოფელ ხეთაში, ხე წაიქცა და თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეცა

13 იანვარი 2023, 16:53 955 ნახვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ძლიერი ქარის გამო, ხე წაიქცა და თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეცა.

არსებული ინფორმაციით,  მძღოლმა სწრაფად დამუხრუჭება მოასწრო. წაქცეულმა ხემ ავტობუსის წინა ნაწილი დააზიანა. მსუბუქად დაშავდა მხოლოდ ავტობუსის მძღოლი.

შემთხვევა თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალზე მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში