პუტინის ომი უკრაინაში

14 იანვარი 2023, 11:21 541 ნახვა

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტმა დილით ხარკოვი  კვლავ დაბომბა, ხარკოვის მერის განცხადებით, რუსეთის არმიამ ქალაქის მიმართულებით ორი ს-300 რაკეტა ისროლა.

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ნაწილში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება და შეჩერებულია მეტროს მუშაობა.  უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ბახმუტთან და დონბასის კიდევ 13  სხვა დასახლებასთან მოიგერიეს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით უკრაინულმა ავიაციამ ოკუპანტების განლაგების ადგილებს 9 დარტყმა მიაყენა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა, რომ დონეცკის ოლქისთვის, ბახმუტისა და სოლედარისთვის ბრძოლები გრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში