კალანდა გურიაში

14 იანვარი 2023, 11:09 699 ნახვა

კალანდა იზეიმეს გურიაში - ძველით ახალი წლის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია - თხილის ჯოხისგან გამოთლილი ჩიჩილაკით, გობზე შემოდებული მოხარშული ღორის თავითა და გურული ღვეზელით აღინიშნება, რომელზეც აუცილებლად სანთელი უნდა იყოს დანთებული.  

კალანდა გურიაში ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, რომლის დროსაც ოჯახის წევრები წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებასა და ბარაქიანობას შესთხოვდნენ.

კალანდას შემოსვლას ახლავს გურული მრავალხმიანი აგუნაც, რომლის გარეშე ძველი ახალი წლის შეხვედრა გურულებისთვის წარმოუდგენელია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში