აგრესორის შეტევა უკრაინაზე

14 იანვარი 2023, 14:13 640 ნახვა

რუსულმა ძალებმა კიევის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, სამიზნე ისევ  ინფრასტრუქტურული ობიექტია.   კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაიბომბა   დნეპროვსკის რაიონი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს ყურადღებით იყვნენ საჰაერო განგაშთან დაკავშირებით. 

რუსულმა ძალებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს ხარკოვზეც.  დაბომბვის შემდეგ ქალაქ ხარკოვს ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემები შეექმნა.

შეჩერდა მეტროპოლიტენის მუშაობა. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.

საპასუხოდ კი უკრაინის სამხედრო ავიაციამ რუსი სამხედროების კონცენტრაციის ადგილები და სამეთაურო პუნქტები დაბომბა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში