ევროპელი ლიდერების განცხადებები

15 იანვარი 2023, 14:25 525 ნახვა

დნიპროში მომხდარ სარაკეტო თავდასხმას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან. ლიეტუვის პრეზიდენტი ერთ-ერთია რომელიც  რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.

ყველგან, სადაც მიდის, მას ნგრევა, სიკვდილი და განუზომელი ტანჯვა მოაქვს - წერს ტვიტერზე გიტანას ნაუსედა.

დნიპრში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ეს ეს არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას და რომ ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს დნიპროსა და მთელს უკრაინაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში