ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა

15 იანვარი 2023, 14:56 1268 ნახვა

ქართველი ლეგენდა ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა. მსახიობი სცენარისტი, კინორეჟისორი, საესტრადო მომღერალი და სიმღერების ავტორი 84 წლის იყო, იგი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.

ბუბა კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები: „მიმინო“, „არ დაიდარდო!“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვა.

ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძეს საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიღებული აქვს პრემია.

სახელმწიფო პრემია მიიღო ფილმში „მიმინო“. 2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში