ვინ არის პასუხისმგებელი ვაზისუბნის ტრაგედიაზე

15 იანვარი 2023, 14:21 510 ნახვა

ვინ არის პასუხისმგებელი ვაზისუბანში ლიფტის გაუმართაობით გამოწვეულ ტრაგედიაზე - ამ კითხვაზე პასუხი  ჯერ არ არის, საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

მიმდინარეობს გამოკითხვებიც - სამართალდამცველები ინფორმაციას  ადგილობრივებისგან მიიღებენ, რომლებიც ამბობენ, რომ ლიფტი ძველი იყო და არ აქვთ ინფორმაცია დააყენა თუ არა ეს საკითხი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ შესაბამის უწყებებთან.

თავად ამხანაგობის თავმჯდომარე ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს, არადა სწორე მას დააკისრა პასუხიმგებლობა გუშინ შემთხვევის ადგილზე მისულმა ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

ცნობისთვის თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე გაუმართავმა ლიფტმა იმსხვერპლა. მათ მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში