ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა

15 იანვარი 2023, 17:44 975 ნახვა

საქართველოსთვის და არა მხოლოდ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალება მძიმე დანაკარგია. ქართველი ლეგენდა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის იყო მსახიობი სცენარისტი, კინორეჟისორი, საესტრადო მომღერალი და სიმღერების ავტორი.

მას კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები: „მიმინო“, „არ იდარდო!“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვა. ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძეს საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიღებული აქვს პრემია.

სახელმწიფო პრემია მიიღო ფილმში „მიმინო“. 2020  წლიდან იყო საქართველოს მე-10  მოწვევის პარლამენტის წევრი.  

მსახიობის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს ირაკლი ღარიბაშვილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში