დნიპროში რუსული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

16 იანვარი 2023, 10:04 597 ნახვა

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსული ძალების მიერ 14 იანვარს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მტრის თავდასხმას კორპუსის 35 მცხოვრებლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია. გადარჩენილია 39 ადამიანი, დაშავებულია 75. დაშავებულებს შორის 14 ბავშვია. კიდევ 35 მცხოვრებლის ბედი უცნობია. ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა გრძელდება“, - აცხადებს რეზნიჩენკო.

სამაშველო სამუშაოები უკვე მე-3 დღეა, გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში