ავღანეთში ყოფილი დეპუტატი ქალი მოკლეს

16 იანვარი 2023, 11:16 536 ნახვა

ავღანეთის დედაქალაქში, საკუთარ სახლში მოკლეს ყოფილი დეპუტატი ქალი, მურსალ ნაბიზადა და მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი. თავდასხმის დროს დაიჭრა ყოფილი პარლამენტარის ძმაც.

ქაბულის პოლიციაში ამბობენ, რომ დაცვის კიდევ ერთი წევრი შემთხვევის ადგილიდან ფულითა და ძვირფასეულობით მიიმალა.

32 წლის მურსალ ნაბიზადა ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქალ დეპუტატს შორის, რომლებიც 2021 წელს, თალიბანის დროს ქაბულში დარჩნენ. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში