''არა ფემიციდს'' - არტ-ნამუშევრების კონკურსი

16 იანვარი 2023, 11:19 650 ნახვა

“არა ფემიციდს” - გენერალურ პროკურატურაში ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, არტ-ნამუშევრების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.  კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მაშტაბით 75 ავტორმა მიიღო.  

ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. კონკურსში ქალთა ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შესრულებული  3  გამარჯვებული   ნახატი გამოვლინდა.

პირველი ადგილი გურჯაანის რაიონის სოფ. ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლის, 9 წლის თამაზ ბეჟანიშვილის ნამუშევარმა დაიკავა.გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები სპეციალური სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,  გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“  2022 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა, საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში