ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

16 იანვარი 2023, 14:06 437 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც დავოსში იმართება, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან.

დაგეგმილია ასევე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში