ომი უკრაინაში

16 იანვარი 2023, 20:05 525 ნახვა

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით გარდაიცვალა 36 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის 2 სადარბაზო აღარ არსებობს, განადგურებულია 72 ბინა. 

დაიბომბა ქალაქი კუპიანსკი, რომელიც ხარკოვის ოლქში მდებარეობს, დაშავდა 2 ადამიანი.

უკრაინის სახალხო დამცველის ოფისის განცხადებით, უკრაინაში ბოლო მონაცემებით, 336 ბავშვი დაკარგულად ითვლება, ხოლო პუტინის ომს უკვე 455 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში