კალიფორნიაში სტიქიამ 19 ადამიანი იმსხვერპლა

17 იანვარი 2023, 11:05 440 ნახვა

ოკლენდში ღვარცოფის შედეგად საცხოვრებელ სახლები და გზებია განადგურებული. დატბორილია საკრამენტოს მთელი რაიონები და გზები.  წყლითაა დაფარული სან-დიეგოს ქუჩებიც.

მეტეოროლოგები მანამდე ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ სამკვირიანი წვიმითა და თოვლით გაჯერებული ნიადაგი ვეღარ აითვისებდა ჭარბ ნალექს, რასაც წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვებოდა. წყალდიდობის საფრთხე ემუქრება  ქალაქებს ბლექჰოკს, ოკლენდს, ვუდაკრს, უოტსონვილს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას  კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა  გამოაცხადა. 26 დეკემბრის შემდეგ სტიქიამ  19 ადამიანი იმსხვერპლა.

შტატში ძლიერ წყალდიდობას ელექტროენერგიის გათიშვა, ღვარცოფი, ევაკუაცია და გზების ჩაკეტვა მოჰყვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში