ანალენა ბერბოკი რუსეთისთვის საერთაშორისო ტრიბუნალს ითხოვს

17 იანვარი 2023, 10:25 440 ნახვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერების ქმედებების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ ბერბოკმა ჰააგაში, საერთაშორისო სამართლის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, უკრაინასა და პარტნიორებთან განიხილებოდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბების იდეა. მისი თქმით, ტრიბუნალს შეუძლია იფუნქციონიროს უკრაინის სისხლის სამართლის საფუძველზე.

ამასთან, მას შესაძლოა, დაერთოს საერთაშორისო ელემენტები – განთავსების ადგილი პარტნიორების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა, საერთაშორისო პროკურორები და მოსამართლეები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებლობა და ლეგიტიმურობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში