ზელენსკიმ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მიიღო

17 იანვარი 2023, 10:55 492 ნახვა

ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბუჯარ ოსმანის შეხვდა. ზელენსკიმ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას თხოვნით მიმართა გააქტიუროს  საქმიანობა  ორი ძირითადი მიმართულებით, რომლებიც ეხება რუსეთის ფედერაციაში ბავშვებისა და ქალების იძულებით დეპორტაციას და უკრაინელ სამხედრო ტყვეებს. 9 იანვარს რუსეთმა და უკრაინამ 50 სამხედრო ტყვე  გაცვალეს.

უკრაინის თქმით, გათავისუფლებულთა შორის იყვნენ მებრძოლები მარიუპოლიდან და ჩერნობილიდან. უკრაინელებმა ჯარისკაცებმა ტყვეობიდან გათავისუფლებისას ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენებმა 11 იანვარს თურქეთში გამართეს მოლაპარაკებები. მათ ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში