ციხანოვსკაია უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან შეჭრას გამორიცხავს

17 იანვარი 2023, 10:31 402 ნახვა

ბელარუსის დევნილი ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია არ ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინაში  ბელარუსის ტერიტორიიდან შეიჭრება. განცხადება  პოლიტიკოსმა  მას შემდეგ გააკეთა, რაც ორმა მოძმე  ქვეყანამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ციხანოვსკაია არ გამორიცხავს, რომ  მოსკოვმა  უფრო მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელოს მისი მოკავშირის ტერიტორიიდან.

მოსკოვმა და მინსკმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ორშაბათს დაიწყეს. კიევი და დასავლეთი შიშობენ, რომ   მოსკოვმა  შესაძლოა  მოკავშირე ქვეყანა უკრაინაში ახალი სახმელეთო შეტევის დასაწყებად გამოიყენოს.

ციხანოსკაიამ  დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ეს  წვრთნები მიზნად ისახავს ბელარუსის მოსახლეობის შეშინებას  შესაძლო ომის  გამო და აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს. ბელარუსი ირწმუნება, რომ წვრთნები თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაა და, რომ იგი არ ჩაერთვება  ომში.   კრემლმა უარყო, რომ  ზეწოლას  ახდენს ლუკაშენკოზე უფრო აქტიური როლი შეასრულოს უკრაინის კონფლიქტში. 

„პუტინმა იცის, რომ ბელარუსის ჯარების მონაწილეობამ შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგები“ - აცხადებს ციხანოვსკაია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში