სააკაშვილის სასამართლო პროცესი

17 იანვარი 2023, 14:30 582 ნახვა

“სააკაშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეღარ იმოძრავებს” - ამის შესახებ ამერიკელმა ექიმმა ჯეიმს კობმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. "მიიღეთ ზომები სააკაშვილის სიცოცხლის  უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მოსამართლე გიორგი არევაძეს.

მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა სხდომის დაწყებისას ყურადღება "ხალხის ძალის" განცხადებაზე გაამახვილა, სადაც საუბარი სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციას ეხებოდა და სასამართლოს რეაგირებისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დილიდან მიმდინარეობს. მკურნალმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირების უფლება არ მისცა.

"ვივა-მედის" ოქმი მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო დარბაზში წაიკითხა. ოქმს მესამე პრეზიდენტის მინაწერიც ახლავს, სადაც განმარტებულია, რომ სააკაშვილი პროცესზე მისასვლელად მზად არის, რადგან ჩართვის ხარისხი არ აკმაყოფილებს, რის გამოც პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებს. სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში