დნიპროში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა

17 იანვარი 2023, 17:58 540 ნახვა

დნიპროში, რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე  სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მაშველებმა გადაარჩინეს 39 ადამიანი,  დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 44 ადამიანი, დაშავდა 79 პირი.

"მაშველებმა გადაარჩინეს 39 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი. დაიღუპა 44 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. დაშავდა 79 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი. მიღებული იქნა 47 ცნობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ", - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

რუსებმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბეს. დარტყმის შედეგად სახლის ერთ-ერთი ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციამ მაღალსართულიანი შენობა „ხ-22“-ის ტიპის რაკეტით დაბომბა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში