მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

17 იანვარი 2023, 17:56 624 ნახვა

“სააკაშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ იმოძრავებს” - ამის შესახებ ამერიკელმა ექიმმა ჯეიმს კობმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. "მიიღეთ ზომები სააკაშვილის სიცოცხლის  უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მოსამართლე გიორგი არევაძეს.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დილიდან მიმდინარეობს.

სასამართლოზე  გამოიკითხა  ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.მისი  განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დიაგნოზები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

მოსამართლე გიორგი არევაძემ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლისადმი არასათანადო მიმართვის გამო გააფრთხილა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, უხეში მიმართვის განმეორების შემდეგ ის ჯიშკარიანს ჯერ დააჯარიმებს, შემდეგ კი გააძევებს დარბაზიდან.     

მკურნალმა ექიმმა კი მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში ტრანსპორტირების უფლება არ მისცა. "ვივა-მედის" ოქმი მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო დარბაზში წაიკითხა.

ოქმს მესამე პრეზიდენტის მინაწერიც ახლავს, სადაც განმარტებულია, რომ სააკაშვილი პროცესზე მისასვლელად მზად არის, რადგან ჩართვის ხარისხი არ აკმაყოფილებს, რის გამოც პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებს. სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში