კიევის ოლქში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

18 იანვარი 2023, 11:37 588 ნახვა

კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ტერიტორიაზე  ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფრომაციით, კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილეც არიან.

ბოლო მონაცემებით,  ჯამში დაღუპულია 18 ადამიანი, აქედან ცხრა პირი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. შვიდი პირი კი, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა.

დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანია. ვრცელდება ინფორმაცია 22 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 10 ბავშვი.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ამ დროისთვის ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში