ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი გუნდი უკრაინაშია

18 იანვარი 2023, 10:51 571 ნახვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი უკრაინის რივნეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფება.

სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში გუშინ ჩავიდა და იმედი აქვს, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის შექმნის შეთანხმებაში პროგრესს მიაღწევს.

გროსიმ თქვა, რომ მისი თანამშრომლები  შეამოწმებენ რივნის ელექტროსადგურის მდგომარეობას. მან მაღალი შეფასება მისცა ადგილობრივი პერსონალის საქმიანობას იმის გამო, თუ როგორ მართავდნენ სადგურს საბრძოლო მოქმედებების დროს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში