რუსეთი დნიპროში მომხდარზე პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს

18 იანვარი 2023, 11:03 512 ნახვა

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინელი მაღალჩინოსნები რუსოფობიური განცხადებების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივანმა ოლექსი დანილოვმა რუსებს  "ვირთხები და ღორები" უწოდა.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი  არ დაუშვებს, რომ მეზობელ ქვეყანაში ანტიქრისტიანული დიქტატურა გაჩნდეს. ამტკიცებს, რომ რუსული რაკეტა, რომელიც დნიპროში ჩამოვარდა, უკრაინულმა სარაკეტო თავდაცვამ ჩამოაგდო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში