ზღვაში შთაფლვა

18 იანვარი 2023, 11:54 535 ნახვა

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად ზღვაში შთაფლვა დღეს ღამის 12 საათზე დაიწყება.

ბათუმში შთაფლვის რიტუალის ზღვის სანაპიროს რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება და  ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.  

სახარების თანახმად, ამ დღეს  იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. 

მორწმუნეებს სწამთ, რომ ზღვაში შთაფლვით ისინი ცოდვებისგან განიწმინდებიან. რიტუალი 28 წლის წინ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ინიციატივით განახლდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში