სამუშაო საათების შემცირება - პროფკავშირების თავმჯდომარის ბრიფინგი

18 იანვარი 2023, 14:33 546 ნახვა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, იანვრიდან შრომის კოდექსში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რასაც მისივე განმარტებით,  ბიზნესი  ეკონომიკის გაუარესებასთან  აიგივებს.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით,  ბიზნეს სექტორი მოითხოვს 40 - ის ნაცვლად 48 საათიან  სამუშაო განრიგს, მაშინ როცა ზეგანაკვეთური შრომა არ ნაზღაურდება. იგი განმარტავს, რომ  სამედიცინო ნორმებიდან და შრომის ნაყოფიერებიდან გამომდინარე ნორმა  40 საათია, უფრო მეტიც  მსოფლიო სტანდარტი  35 საათიანი და 4 დღიანი სამუშაო კვირაა.

იმის მიუხედავად,  რომ შრომის კოდექსში შევიდა ცვლილება,  პროფკავშირების თავმჯდომარე  მოითხოვს, კიდევ უფრო დაიხვეწოს შრომის კოდექსი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ   სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი  წლის ბოლოს დაამტკიცა, რომელიც ძალაში იანვრიდან შევიდა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც  შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში