მარტამდე პურზე ფასი არ გაიზრდება - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

18 იანვარი 2023, 14:40 526 ნახვა

პირველი ივნისიდან პურის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საუბარია „ჰასპის“ სტანდარტის დანერგვაზე.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წისქვილები მაღალტექნოლოგიურია, უბრალოდ ოფიციალურად აღებული სერტიფიკატი არ აქვთ.

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ისაუბრა „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემაც.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში ხორბლის 3 თვიანი მარაგია და პურზე ფასი არ გაიზრდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში