ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ყველა ბრალდებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

18 იანვარი 2023, 17:39 523 ნახვა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ყველა ბრალდებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილავდა. 

პროკურატურა წინა სასამართლო სხდომამდე ვადის გახანგრძლივებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

დაკავებულების უფლებადამცველები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ. ისინი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდნენ.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, რის შემდეგაც 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში