ტრაგედია უკრაინაში

18 იანვარი 2023, 20:11 546 ნახვა

18 ადამიანი დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად კიევის ოლქში.  ქალაქ ბროვარიში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა.

დაღუპულთა შორის არიან მაღალჩინოსნები; უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი. ვერტმფრენი საბავშო ბაღსა და საცხოვრებელი კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსი კულებას ინფორმაციით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ჯამში დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.

დაღუპულთაგან 9 ადამიანი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში