უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

19 იანვარი 2023, 10:10 560 ნახვა

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

შარშან ზაფხულში მსოფლიო რაგბის ინიციატივით რეგიონული ტურნირები გაიმართა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ექვსი ერის 20-წლამდელთა სერიებში ითამაშა, სადაც ექვსი ერის წარმომადგენლებთან - საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და იტალიასთან ერთად, სამხრეთ აფრიკა და საქართველო იყვნენ მიწვეული.

ლადო კილასონიას შეგირდებმა იტალიას, უელსს და საფრანგეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს, შოტლანდიას კი სარეკორდო სხვაობით – 55:17 სძლიეს და მე-6 ადგილი დაიკავეს.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში კვლავ 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან: არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, ფიჯი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და უელსი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში