მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი

19 იანვარი 2023, 10:02 600 ნახვა

ენ-ბი-ეი-ს განვითარების ლიგაში „ვისკონსინ ჰერდმა“, რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს, „ვესტჩესტერს“ 127:118 მოუგო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო. მან პარკეტზე 36 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა, რითაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მომდევნო შეხვედრას „ვისკონსინ ჰერდი“ 22 იანვარს გამართავს და საკუთარ არენაზე „რეპტორსს“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში