ყაზარმაში ხანძრის შედეგად 15 ჯარისკაცი დაიღუპა

19 იანვარი 2023, 11:05 426 ნახვა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძრის ჩაქრობას, რომელსაც 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 5 საათი დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  სამაშველო სამსახურმა  სოფელ აზატში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით მიიღო.  ადგილზე სამაშველო სამსახურის ოპერატიული ჯგუფები და მეხანძრე-მაშველების 3 ბრიგადა გაემგზავრა.

დამწვარ  ყაზარმაში  15 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს,  დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით ვარდენის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

დღეს მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ტრაგედიის მიზეზი  სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა.

თანამდებობა უკვე დატოვა შეიარაღებული ძალების  სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში