სტოლტენბერგი დარწმუნებულია თურქეთის მხარდაჭერაში

19 იანვარი 2023, 14:25 540 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ თურქეთი დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხს – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა და აღნიშნა, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, რომელმაც ნატო-ს მადრიდის სამიტზე გადაწყვიტა, მოეწვია ფინეთი და შვედეთი ალიანსის ახალ წევრებად.

ნატო-ს 30 წევრიდან 28 ქვეყანამ უკვე განახორციელა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხის რატიფიცირება.

თურქეთი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს ქურთი მებრძოლების შეფარებასა და მხარდაჭერაში ადანაშაულებს, მათ კი ანკარა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებად მოიაზრებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში