შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

19 იანვარი 2023, 14:04 494 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევშია, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის წევრებს ხვდება.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი მიწისთვის და შვილების მომავლისთვის, არამედ მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთო ევროპული ფასეულობებისთვისაც, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და ამას იმსახურებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში