ყაზარმაში ხანძრის შედეგად 15 ჯარისკაცი დაიღუპა

19 იანვარი 2023, 14:14 424 ნახვა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძრის გამომწვევ მიზეზად ასახელებს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას.  ნიკოლ ფაშინიანმა წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილში გასათბობად ღუმელი დაანთეს დიდი რაოდენობით ბენზინის გამოყენებით, რაც გენერალური შტაბის უფროსის სპეციალური განკარგულებით, კატეგორიულად აკრძალულია.

პრემიერის თქმით, როცა ოფიცერს, რომელიც ღუმელს ანთებდა ცეცხლი მოეკიდა, მან ბენზინიანი ჭურჭელი მისდა უნებურად გადააგდო ყაზარმის მიმართულებით.

ფაშინიანის თქმით, საბოლოოდ ყველა გარემოებას დაადგენენ საგამოძიებო კომიტეტი და გენერალური პროკურატურა.

სომხეთის გეგარკუნიკის ოლქში დისლოცირებული საინჟინრო-გამნაღმველი ასეულის ყაზარმაში ხანძარი წუხელ გაჩნდა. დაიღუპა 15 სამხედრო მოსამსახურე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში