ყაზარმაში ხანძრის შედეგად 15 ჯარისკაცი დაიღუპა

19 იანვარი 2023, 20:05 658 ნახვა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძრის გამომწვევ მიზეზად ასახელებს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას. 

ნიკოლ ფაშინიანმა წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილში გასათბობად ღუმელი დაანთეს დიდი რაოდენობით ბენზინის გამოყენებით, რაც გენერალური შტაბის უფროსის სპეციალური განკარგულებით, კატეგორიულად აკრძალულია.

სომხეთის გეგარკუნიკის ოლქში დისლოცირებული საინჟინრო-გამნაღმველი ასეულის ყაზარმაში ხანძარი წუხელ გაჩნდა. დაიღუპა 15 სამხედრო მოსამსახურე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში