თორნიკე შენგელია ევროლიგის მატჩის MVP გახდა

20 იანვარი 2023, 10:47 907 ნახვა

ვირტუს "ბოლონიამ" ევროლიგის მე-20 ტურში ათენის "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და 10 ქულიანი სხვაობით 74:64 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არასრულ 29 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა, 7 გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა რაც საუკეთესო იყო.

"ვირტუსს" 9 მოგება და 11 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 27 იანვარს გასვლაზე მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში