ალეკ ბოლდუინს პატიმრობა ემუქრება

20 იანვარი 2023, 10:12 406 ნახვა

მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით ბრალს არაგანზრახ მკვლელობისთვის წაუყენებენ. ბოლდუინთან ერთად ბრალს ასევე იარაღის სპეციალისტს, ჰანა გუტიერეს რიდს წაუყენებენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოლდუინსა და რიდს 18 თვემდე პატიმრობა და 5 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ. საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

ცნობისთვის, შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში, ქალაქ სანტა-ფეში გადასაღებ მოედანზე მოხდა. ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი დაიჭრა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში