ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

20 იანვარი 2023, 10:29 545 ნახვა

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომ სავარაუდოდ, განაჩენი უნდა გამოაცხადოს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მოსამართლე ამჯერად ყველა ბრალდებულს გაამართლებს.

ზუსტად ერთი წლის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების საქმეზე წაყენებული ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ისინი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. განაჩენი სააპელაციო სასამართლოში ორივე მხარემ შეიტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში