ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს - თორნიკე რიჟვაძე

20 იანვარი 2023, 12:48 583 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს, გარდაცვლილთა ოჯახებს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირი პოლიციელის გარდაცვალების გამო.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს",- წერს თორნიკე რიჟვაძე 

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. მომხდარის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. თავად თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში