ქობულეთში საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო

20 იანვარი 2023, 12:55 1067 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სროლას წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. 

გავრცელებული ცნობით, ტყვია საზოგადოებრივი ცენტრის შენობას მოხვდა.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში