თავდასხმა საგარეჯოში

20 იანვარი 2023, 20:10 804 ნახვა

საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში იმ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მეუღლისა და შვილის დაკითხვა დასრულდა, რომელმაც წუხელ მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. მათ დაკითხვის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

49 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები სამართალდამცავების შეკითხვებს პასუხობდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა 20 იანვრის ღამეს, რა დროსაც საგარეჯოში, ყოფილმა სამხედრომ იარაღიდან გასროლის შედეგად 5 პირი მოკლა, 5 კი დაჭრა.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი პირი „ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალიდან ბინაზე გაეწერა.

როგორც კლინიკის დირექტორმა მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ნაკვეთი ჭრილობები, მცირე დაზიანებები, რომელსაც კლინიკაში მკურნალობა გაეწია და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით ბინაზე გაეწერა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, “ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში რჩება სამი პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში