სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილჰამ ალიევს პასუხობს

21 იანვარი 2023, 10:49 535 ნახვა

სომხეთი დიდ ინტერესს ავლენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმხრივი დიალოგის განვითარების საკითხში. ერევანი შესაძლო თბილისურ პლატფორმას განიხილავს სამმხრივი რეგიონული დისკუსიებისთვის და არა სომხურ-აზერბაიჯანული ორმხრივი შეხვედრებისთვის. ამის შესახებ სომხურ მედიასთან საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

მირზოიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას, სადაც ალიევმა აღნიშნა, რომ ერევანი მზად არ არის თბილისში გასამართი შეხვედრისთვის.

სომეხი დიპლომატი ასევე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ სომხეთი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეგიონულ მექანიზმებში და ითანამშრომლებს ყაზახეთთან, უზბეკეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში