გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

21 იანვარი 2023, 12:06 757 ნახვა

საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სასულიერო პირებმა საგარეჯოს კულტურის სახლის მიმდებარედ თავდასხმის შედეგად დაშავებულების  ჯანმრთელობის პარაკლისი აღავლინეს.

პარაკლისის შემდეგ მათ ტრაგედიის ადგილზე გადაინაცვლეს და გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც საგარეჯოს მცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაჭრილია ასევე 5. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში