უბედური შემთხვევა ბათუმში

31 იანვარი 2017, 00:00 9358 ნახვა

გარდაცლილი დედა-შვილის ცხედრები ამ წუთებში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაჰყავთ.   ამის შესახებ ჩვენი რეპორტიორი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება. დედა - შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115 -ე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, გარდაცვლილები სამართალდამცველებმა სახლში იპოვეს. უბედური შემთხვევა ინასარიძის 14 ნომერში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა რის შემდეგაც ისინი სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მეზობლების ინფორმაციით, დედა შვილი გაიყინა, მათ ელექტროენერგია რამდენიმე დღეა არ მიეწოდებოდათ. შემთხვევის ადგილზე იმყოფება „მთავარის“ გადამღები ჯგუფი და ცდილობს დეტალების გარკვევას.

ამავე კატეგორიაში