ტიბეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა

21 იანვარი 2023, 14:09 565 ნახვა

ტიბეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

სამუშაოებში 1300-ზე მეტი მეხანძრე და სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. მობილიზებული იყო 230-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.

ზვავი ტიბეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლინჯიში, 17 იანვარს ჩამოწვა.

დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში