დაჭრილების მდგომარეობა საგარეჯოში

21 იანვარი 2023, 15:05 547 ნახვა

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაჭრილი პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ. ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, დაჭრილი ორი პაციენტი  მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია, მესამე, 24 წლის კაცი კი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

აღნიშნულ ახალგაზრდას ქირურგიული ჩარევები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია - აცხადებს ექიმი.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, ექიმის ინფორმაციით, მათ ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები ბარძაყის მიდამოში აქვთ. კიდევ ერთ დაშავებული, რომელიც საგარეჯოდან თბილისში გადაიყვანეს მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

18 წლის გოგონას თვალის სასწრაფო ოპერაცია დედაქალაქში ჩაყვანისთანავე  ჩაუტარდა. შემთხვევის შედეგად სულ 5 ადამიანი დაიჭრა, 1 უკვე გაეწერა ბინაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში