უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ძვირად ყიდულობს - უკრაინული მედია

21 იანვარი 2023, 17:45 559 ნახვა

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს 2-3 ჯერ ძვირად ყიდულობს  ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით.

გავრცელებული დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც 23 დეკემბერს გაფორმდა, თავდაცვის სამინისტრო პოლტავის, სუმის, კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვისა და ჩერკასკის ოლქებში განთავსებული სამხედრო ნაწილებისთვის საკვები პროდუქციის შესაძენად 13 მილიარდ გრივნაზე მეტს დახარჯავს.

გამოცემის ავრცელებს შესაბამის დოკუმენტაციას, რომელშიც პროდუქციის შესაძენი და ბაზარზე არსებული  ფასებია  დაკონკრეტებული.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში